Out of stock

EASY RIDERS

 

 

 

კატეგორია:

15.00 

Out of stock

4 ივლისი | 20 საათი | KHIDI TAMRA skateboards წარმოგიდგენთ ივენთების ახალ სერიას Easy Riders, KHIDI REBELS- თან და Margo Skate Shop – თან ერთად.

საქართველოში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სკეიტბორდინგი შედის დახურულ სივრცეში და იღებს ივენთის სახეს.

ჩვენ არ გვაქვს ასაკობრივი შეზღუდვა. ეს არის ივენთი ყველასთვის ვისაც უყვარს კარგი მუსიკა, გართობა და ცხადია სკეიტბორდინგი!

აქ შეძლებთ მოუსმინოთ ქართველ არტისტებს: DRO (and special guests), Kordz, Nikakoi Toyshen და Aghnie.

სპეციალურად ამ დღისთვის ხიდში აიწყობა სკეიტ რამპა, რომელზეც სრიალი ყველა სკეიტით მოსულ ადამიანს შეეძლება. ასევე ჩატარდება შეჯიბრი და გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან TAMRA skateboards – ის და Margo Skate Shop – ისგან.

ჩვენი მიზანია სკეიტბორდინგის განვითარება საქართველოში და ჯანმრთელი ცხოვრების სტილის პოპულარიზაცია.

სკეიტბორდინგი არა მხოლოდ სპორტი და გართობაა, არამედ ცხოვრების სტილი! სკეიტბორდიგნი ყოველთვის იყო და არის თავისუფლების და თვითგამოხატვის საშუალება. მას არ აქვს არც ასაკობრივი, არც გენდერული, არც რელიგიური თუ რასობრივი ბარიერები.

TAMRA skateboards არის პირველი და ერთადერთი სკეიტ ბრენდი საქართველოში, რომელიც აწარმოებს ლიმიტირებული რაოდენობის ექსკლუზიურ დაფებს, სკეიტ აქსესუარებს და ტანსაცმელს. ბრენდი 2017 წელს დაარსდა, ქართველი რეჟისორის და დიზაინერის თამუნა ქარუმიძის მიერ. ის იღებს ინსპირაციას თანამედროვე ქართული სკეიტ სცენისგან და გამოხატავს ქვეყნის მუდვმივ ცვალებად და ქაოტურ ხასიათს.

KHIDI REBELS არის კლუბ KHIDI-ს ახალი მოძრაობა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროექტებს, რომლებიც ეხმიანებიან საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებს. Margo Skate Shop არის პირველი სკეიტბორდების მაღაზია თბილისში, სადაც შეიძენთ სკეიტერების საყვარელ და ცნობილ, ძველი სტილის თუ უახლესი ტენდენციების ბრენდებს – დაფებს, ბორბლებს, დეტალებს.

სპონსორი: Borjomi • ბორჯომი