KHIDI Groves

 

 

 

 

 

ID: KH-REBELS-02 კატეგორია:

51.00 

წაშლა

KHIDI REBEL-ი SHEN- თან ერთად 9 ივნისს, მონუმენტ ‘საქართველოს მემატიანეს’ -მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს გარე ღონისძიებას: KHIDI GROVES (ხიდის ჭალები) – რომლის მთავარი მიზანია ეკოლოგიურ გამოწვევებში ჩართვა მწვანე საფარის შექმნითა და სამომავლოდ მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობის აღებით. ღონისძიებაზე მოსახვედრად ბილეთების სანაცვლოდ იყიდება ხეები, რომლის არჩევანის საშუალება ბილეთის შეძენისას გექნებათ. ყოველი ბილეთის/ხის მეპატრონეს საშუალება ეძლევა საკუთარ ხეში კონტენტი ჩადოს ( ტექსტი, მუსიკა, ფოტო). ღონისძიების დღეს, ადგილზე მიიღებთ თქვენს კუთვნილ ბარათს უნიკალური QR კოდით. ხის სახეობებია: ჭალის მუხა, არყის ხე, ჰიმალაის კედარი , მაღალმთის ნეკერჩხალი. გთხოვთ სასურველი კონტენტი ბილეთის კოდთან ერთად გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: groves@rebels.ge ხეების მეპატრონეებს საშუალება ექნებათ ჩვენი წარმომადგენლების დახმარებით თავად დარგონ საკუთარი ხე უნიკალური QR ბარათით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ხეები ადგილზე არ გაიყიდება. ხეების შეძენა შესაძლებელია 5 ივნისამდე, რადგან შემდეგი 4 დღე ეთმობა მოსამზადებელ სამუშაოებს. ბილეთის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ KHIDI. GE, ასევე Plant Shop-ში ფაბრიკის ტერიტორიაზე. პროექტის პარტნიორები: KHIDI REBELS, SHEN, PLANTSHOP, თბილისის მერია

 

 

 

 

კომენტარი

აირჩიეთ თქვენი ხე:

ჭალის მუხა, მაღალმთის ნეკერჩხალი, არყის ხე, ჰიმალაის კედარი